მაია ფანჯიკიძე: თუკი ეს თანხა საკმარისი არ იქნება ივანიშვილი მოსახლეობის დასახმარებლად სხვა გზას იპოვის

მაია ფანჯიკიძე: თუკი ეს თანხა საკმარისი არ იქნება ივანიშვილი მოსახლეობის დასახმარებლად სხვა გზას იპოვის

„რომ არა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი უკანონო ჯარიმას არ გადაიხდიდა“, - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გადარიცხული თანხები ხელისუფლებამ დაზარალებული მოსახლეობის საკომპენსაციოდ უნდა გამოიყენოს.

„რადგან სტიქიური უბედურება მოხდა და როგორც ჩანს, ხელისუფლებას სარეზერვო ფონდები გაფლანგული აქვს, ისინი მოსახლეობას ძალზე მცირე კომპენსაციას აძლევენ, ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა იპოვა ერთადერთი კანონიერი გზა და ეს გაკეთდა მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ ბიუჯეტს გაუჩნდა დაუგეგმავი 80 მლნ ლარი და ეს მოსახლეობამ უნდა იცოდეს" - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ თუკი ეს თანხა საკმარისი არ იქნება, ივანიშვილი იპოვის გზას, რომ დაზარალებულ მოსახლეობას როგორმე დაეხმაროს.  

დღესვე მან ჟურნალისტებს თანხის გადარიცხვის ფურცლები წარუდგინა.