ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას საბანკო სესხებთან დაკავშირებით ადექვატურ რეაგირებას დაჰპირდა.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გვინდაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო საჭიროებებიდან გამომდინარე იმუშავებს როგორც ბანკებთან, ისე ფერმერებთან.
მისი თქმით, მიმდინარეობს საჭიროებების აღწერა, რადგან ძალიან ბევრი ინფორმაციაა მოსაგროვებელი.
დღეს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებზე მსჯელობენ, რომელიც სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის თანხების გამოყოფას შეეხება.