ალა კახნიაური: ვლადიმერ უგულავამ „ქართუ ჯგუფის“ დროებითი მმართველის პოსტი დატოვა

ალა კახნიაური: ვლადიმერ უგულავამ „ქართუ ჯგუფის“ დროებითი მმართველის პოსტი დატოვა

„ქართუ ჯგუფის“ იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის ალა კახნიაურის განცხადებით, ივანიშვილის მიერ ჯარიმის თანხის გადახდის შემდეგ, „ქართუ ჯგუფის“ დროებითმა მმართველმა ვლადიმერ უგულავამ პოსტი დატოვა.

„უგულავამ  „ქართუ ჯგუფი“ დატოვა  და დაგვემშვიდობა. ის  წავიდა სასამართლოში, რათა  აღმასრულებელთან გააკეთოს განცხადება, რომ  კრედიტორის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილებულია“, - განაცხადა კახნიაურმა.

მისი თქმით, თანამდებობიდან წასვლის შესახებ, განცხადება   „ქართუ ბანკის“  მმართველმაც დაწერა, ოღონდ ხვალინდელი რიცხვით.

რაც შეეხება ჯავახიშვილს კახნიაურის განცხადებით, „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი თანამდებობაზე ჯერ არ დაბრუნებულა. მისი თქმით,  ამის შესახებ გადაწყვეტილებას „ქართუ ჯგუფის“ აქციონერები მიიღებენ.