ლაშა თორდია პოლიტიკურ  პარტიებთან კონსულტაციებს აპირებს

ლაშა თორდია პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს აპირებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ლაშა თორდია აცხადებს, რომ ყველანაირ პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს, რადგან აღნიშნული სამსახური უნდა იყოს არაპოლიტიზირებული, რათა დაკისრებული მოვალეობის შესრულება შეძლოს.

ახალ თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ ლაშა თორდია პოლიტიკურ  პარტიებთან კონსულტაციების გამართვასაც გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თორდიამ მისი მომავალი საქმიანობის შეფასებისას განუცხადა.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასრულებს მნიშვნელოვან როლს ქვეყნის აღმშენებლობის გზაზე. 2008 წელს დაიწყო მის გარდაქმნა და ახალი ფუნქციები შეიძინა, მათ შორის პოლიტიკური გაერთიანებების ხარჯების მონიტორინგი. ამ კუთხით პირველი შეთავაზება, რომელიც მე მექნება პარტიებთან, არის ის, რომ გავმართოთ კონსულტაციები, რათა მოხდეს  სამართლდაღვევის პრევენცია  და არა იძულებითი ღონისძიებების გატარება“, – აღნიშნა თორდიამ და  დასძინა, რომ პარტიებს ურთიერთთანამშრომლობის გეგმის შემუშავებას შესთავაზებს.

მისივე თქმით, იგი ყველანაირ პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს, რადგან აღნიშნული სამსახური უნდა იყოს დამოუკიდებელი, არაპოლიტიზირებული, რათა დაკისრებული მოვალების შესრულება შეძლოს.

„სახელმწიფო მონიტორინგის სამსახური რამდენიმე პრინციპზე დაყრდნობით უნდა მუშაობდეს. ეს პრინციპებია - დამოუკიდებლობა, სამართლიანობა, ობიექტურობა და პროფესიონალიზმი“, - აღნიშნა თორდიამ.

მისივე თქმით, აუდიტის სამსახურში იგი საკადრო ცვლილებების გატარებას არ გეგმავს.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს დღეს, პარლამენტი დღეს დღის მეორე ნახევარში დაამტკიცებს.