რუსულ მედიას აგენტობას აღარ დააბრალებენ

რუსულ მედიას აგენტობას აღარ დააბრალებენ

„ედინაია როსიას“ წევრის ევგენი ფეოდოროვის კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც რუსული მედიები, თუ ისინი საზღვარგარეთიდან გარკვეულ დაფინანსებას იღებდნენ, „უცხო ქვეყნის აგენტებად“ უნდა მოიხსენიონ, დუმა აღარ განიხილავს.

„ედინაია როსიას“ წევრებს შორის ამ კანონპროექტმა მხარდამჭერები ვერ მოაგროვა. სახელმწიფო დუმის პრესსპიკერი სერგეი ჟელეზნიაკოვი თვლის, რომ ამ კანონპროექტის მიღების საჭიროება არ არსებობს, რადგან მედიასაშუალებები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან, გამჭვირვალედ აკეთებენ ამას და შეგიძლიათ ეს მათ პორტალებშიც იხილოთ.

ფეოდოროვი კი ითხოვს, რომ კანონპროექტის განხილვას შემოდგომაზე ისევ შეეცდება.