შიმონ პერესი: ჩვენ ვერ დავუშვებთ ასადის ქიმიური იარაღი ჩვენს მტრებს ჩაუვარდეთ ხელში

შიმონ პერესი: ჩვენ ვერ დავუშვებთ ასადის ქიმიური იარაღი ჩვენს მტრებს ჩაუვარდეთ ხელში

ისრაელის უმაღლეს წრეებში სირიის ქიმიური იარაღის ლიკვიდაციის შესაძლებლობებზე მსჯელობენ. ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმაCNN-თან ინტერვიუში გააკეთა.

„საბოლოო ჯამში ჩვენ მოგვიწევს ზომების მიღება, რათა ეს მუქარა გავანეიტრალოთ. იმ შემთხვევაში, თუ სირიაში ქაოსი იქნება, „ჰესბოლას“ კი ხელში ჩაუვარდება ქიმიური იარაღი, აღარ ვლაპარაკობ სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებზე, ჩვენ ამას არ დავშვებთ. ჩვენ გულხელდაკრეფილები ვერ ვიჯდებით და ვერ დაველოდებით, როგორ უვარდებათ ქიმიური იარაღი ხელში ჩვენს მტრებს“,-აღნიშნა პერესმა.