მალიქ კურდი: ასადის არმიას პარტიზანული ომებით დავასუსტებთ

მალიქ კურდი: ასადის არმიას პარტიზანული ომებით დავასუსტებთ

თავისუფალი სირიის არმიის ხელმძღვანელის მალიქ კურდის განცხადებით, აჯანყებულებს აღარ ჰყოფნით ძალები, ტერიტორიები შეინარჩუნონ, ამიტომ ისინი პარტიზანულ ბრძოლაზე გადადიან.

„ოპერაციები ხან ერთ ადგილას, ხან მეორე ადგილას ჩატარდება მანამ, სანამ ასადის არმიას ძალა არ გამოეცლება.

დღეის მდგომარეობით ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ჩვენგანი აკონტროლებს კონკრეტულ ტერიტორიას ან ქალაქს, ის ხან ერთი მხარის, ხან მეორე მხარის ხელშია. ვტოვებთ, შემდეგ ისევ ჩვენს ხელში გადმოდის, სანამ აჯანყებულები მძიმე შეიარაღებას არ მვიღებენ, ჩვენ პარტიზანულ ტაქტიკაზე გადავდივართ“,-განაცხადა კურდიმ.