მოსკოვში ადამიანის გატაცების ფაქტზე ქართველი  დაიჭირეს

მოსკოვში ადამიანის გატაცების ფაქტზე ქართველი დაიჭირეს

პოდმოსკოვიეს რაიონის სამართალდამცავებმა ორი სომეხი და ერთი ქართველი დაიჭირეს ადამიანი გატაცების და ფულის გამოძალვის ფაქტზე.

სამმა პიროვნებამ, რომელთა ვინაობა არ ხმაურდება, 18 ივლისს ერთ-ერთი საწარმოს მფლობელი გაიტაცეს და და სოფელ პოკროვსკოეში სახლში დამალეს, სადაც აწამებდნენ, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ  და 50 მილიონი რუბლის გადახდას სთხოვდნენ.

გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამივე პიროვნება დააკავეს, ხოლო მეწარმე გაათავისუფლეს.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.