შიდა ქართლში კუდის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ყავს

შიდა ქართლში კუდის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ყავს

შიდა ქართლის კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით, ლევან დუჩიძე ზურაბ პავლიაშვილმა შეცვალა, რომელიც შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოში მუშაობდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლევან დუჩიძის შეცვლა შესაძლოა, საფეხბურთო კლუბ "დილას" გულშემატკივრების მხრიდან დანიაში მომხდარ ფაქტს უკავშირდებოდეს. 

ცნობისთვის, საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც გორის "დილას" გულშემატკივართა დელეგაციაში შედიოდა, დანიის ქალაქ ორჰუსში ტანსაცმლის ქურდობის ფაქტზე დააკავეს, კიდევ ერთი პირი კი, დანიიდან ჩეხეთში დასარჩენად გაემგზავრა. ხოლო შიდა ქართლის კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახური საქმის კურში იყო იმ პირების შესახებ, ვინც "დილას" საგულშემატკივროდ დანიაში მიემგზავრებოდა.