„ახალი მემარჯვენეები“ სტუდია „მონიტორს“ თანადგომას უცხადებს

„ახალი მემარჯვენეები“ სტუდია „მონიტორს“ თანადგომას უცხადებს

„ახალი მემარჯვენეები“ სტუდია „მონიტორს“ მის მიმართ განხორცილებული ძარცვის გამო თანადგომას უცხადებს. ამასთან დაკავშირებით პარტიამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც  შინაგან საქმეთა სამინისტროს, დანაშაულის დროულად გასახსნელად  ყველანაირი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

განცხადებას განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ახალი მემარჯვენეები" სტუდია "მონიტორის" ოფისში მომხდარი ქურდობის გამო  სტუდიის ჟურნალისტებს თანადგომას ვუცხადებთ და მოვითხოვთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა ორგანოებმა სწრაფი და ეფექტური გამოძიება აწარმოონ, რათა ბოროტმოქმედთა დაკავება დროულად მოხდეს. "მონიტორის" ძალზე აქტიური საქმიანობა საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში და ხელისუფლების ცალკეული ორგანოებისა და წარმომადგენლების მამხილებელი მასალების საჯაროდ  ქცევა, ბუნებრივია, დღევანდელი რეჟიმის ინტერესებში არ შედის და სერიოზულ გაღიზიანებასაც იწვევს. ამიტომ, არსებობს სრულიად გონივრული ეჭვი, რომ  ოფისის გაქურდვა, შესაძლოა, სტუდიის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდეს. გამოძიების სწრაფი და ეფექტური წარმოება და დამნაშავეთა დროულად გამოვლენა, დაზარალებული ჟურნალისტებისთვის მათი კუთვნილი ქონების – ვიდეო- და აუდიო ტექნიკის, კომპიუტერების დაბრუნება გაფანტავს ამ ეჭვს და გაქურდვის ვერსიას დამაჯერებელს გახდის. ამიტომ, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დანაშაულის დროულად გასახსნელად  ყველანაირი ზომა მიიღოს", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სტუდია "მონიტორის" ოფისი რამდენიმე დღის წინ გაქურდეს.