ახალი მემარჯვენეების სამცხე ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ცნობილია

ახალი მემარჯვენეების სამცხე ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ცნობილია

პარტია „ახალმა მემარჯვენეების ლიდერმა დავითგამყრელიძემ  ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატები  დაასახელა.

„ახალი მემარჯვენეების“ სახელით ახალციხეში - მალხაზ გოგოლაძე, ასპინძაში - გია ჭელიშვილი, ბორჯომში - რომანოზ ახვლედიანი იყრიან კენჭს. 

„წარდგენილი კანდიდატებიდან პრაქტიკულად ყველა ადგილობრივი კადრია და თითოეულ მათგანს საკუთარ რაიონებში თვითმმართველობის ორგანოების სხვადასხვა სამსახურში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს“ - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთანავე, გამყრელიძე აცხადებს, რომ რეგიონის მოსახლეობა თავისუფალი უნდა იყოს არჩევანის გაკეთებისას და „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური აქტივობა მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას უქმნის.