კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობა“ დავით ონოფრიშვილს შეხვდება

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობა“ დავით ონოფრიშვილს შეხვდება

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობა“ კასპში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატთან, დავით ონოფრიშვილთან ხვალ შეხვედრას გამართვას. შეხვედრას 100-მდე დაზარალებული დაესწრება.

დაზარალებულთა ცენტრ „ერთობასა“ და დავით ონოფრიშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბრის თემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული შიდა ვალის გასტუმრების შეუსრულებლობა და აღნიშნული პრობლემის საკანონმდებლო ბაზის განხილვა იქნება.

შეხვედრა ხვალ,  25 ივნისს, 15:00 საათზე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება.