„ახალი მემარჯვენეების“ მორიგი აქცია „არა მონოპოლიებს“ ახალციხეში გაიმართა

„ახალი მემარჯვენეების“ მორიგი აქცია „არა მონოპოლიებს“ ახალციხეში გაიმართა

„ახალი მემარჯვენეების“ მორიგი აქცია „არა მონოპოლიებს“ ამჯერად ახალციხეში გაიმართა, სადაც პარტიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას აქციაში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდეს.

 აქციაში „ახალი მემარჯვენების“ თავმჯდომარე დავით გამყრელიძე, ერთ–ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ. ასევე, აქციაში მონაწილეობდნენ დღეს დასახელებული ახალციხის, ასპინძისა და ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატები: მალახაზ გოგოლაძე, გია ჭელიშვილი და რომანოზ ახვლედიანი.

დავით გამყრელიძის თქმით, მონოპოლიები ხელს უშლის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რაც ტოტალური უმუშევრობის ძირითადი მიზეზი ხდება.

მოსახლეობას მემარჯვენეების ლიდერებმა და სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარობის კანდიდატებმა მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.

მემარჯვენეები ირწმუნებიან, რომ ახალ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, სრულფასოვანი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედებას და თავისუფალი კონკურენციის პრინციპების დაცვას შეძლებენ.

პარტია მონოპოლიების წინააღმდეგ აქციების გამართვას საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში გეგმავს.