სასჯელაღსრულების უწყების ინფორმაციით, პატიმართა გარდაცვალების ფაქტები შემცირებულია

სასჯელაღსრულების უწყების ინფორმაციით, პატიმართა გარდაცვალების ფაქტები შემცირებულია

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა გარდაცვალების სამწუხარო ფაქტები შემცირებულია, კერძოდ: 2011 წლის პირველ ნახევარში სისტემაში დაფიქსირდა 77  პატიმრის გარდაცვალება, ხოლო 2012 წელს 50, შესაბამისად 2011 წლის პირველ ნახევართან შედარებით მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 35% იკლო პატიმართა გარდაცვალებამ.

სამინისტრო იმედოვნებს, წარმოდგენილი სტატისტიკა  იქნება აღქმული, არა როგრც თვითკმაყოფილების გამოხატულება, არამედ როგორც ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე.