საიამ წარმატებული საქმეების ნუსხა გამოაქვეყნა

საიამ წარმატებული საქმეების ნუსხა გამოაქვეყნა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  (საია) წარმატებული საქმეების ნუსხა გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული ნუსხიდან ირკვევა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარების საფუძველზე  79 წლის ქალბატონი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მიერ დაკისრებული ჯარიმისა და საურავისგან გათავისუფლდა.

  საიას  ჩარევით, სასამართლომ გამოსცა დამცავი ორდერი ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დაცვის მიზნით, მათი დახმარებით,  სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულს აუნაზღაურდება მკურნალობის ხარჯები.

 საიას დაცვის ქვეშ მყოფ პირს დაუბრუნდა ავტომანქანა, რომელსაც ბრალდების მხარე დანაშაულის საგნად მიიჩნევდა.  საიას დახმარებით, გ.ვ-მ შეძლო მემკვიდრეობის მიღება, საიას დახმარებით, ნ.ხ-ს შეუნარჩუნდა საკუთრების უფლება მის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე და თავიდან იქნა აცილებული საცხოვრებელი სახლის უკანონო დემონტაჟი, საიას დახმარებით, გ.შ-ს მოძრავ ქონებას ყადაღა მოეხსნა და  საიას ადვოკატების დახმარებით,  არასრულწლოვნებს ალიმენტი დაენიშნათ.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის წარმატებული საქმეების სია კიდევ რამდენიმე საქმეს მოიცავს.