საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI–ის) კვლევების თანახმად, შეკითხვაზე, „პირველ რიგში მთავრობამ რომელ რეფორმებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება“, გამოკითხულთა 34% მიიჩნევს, რომ ეკონომიკის და ჯანდაცვის სისტემაზე, რომელსაც შემდეგ - 7-7%-ით ჯანდაცვის და სასამართლო სისტემის რეფორმების საჭიროება მოსდევს.
გამოკითხულთა 4% მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს სოფლის მეურნეობას, თავდაცვას და საგარეო ურთიეთობებს.
გამოკითხულთა 2% მთავრობისთვის პრიორიტეტულ რეფორმად პენიტენციურ სისტემას ასახელებს, 1% კი გარემოს დაცვას.