სასჯელაღსრულების  უწყების ინფორმაციით, სისტემაში ტუბერკულოზის გავრცელება სრულ კონტროლს ექვემდებარება

სასჯელაღსრულების უწყების ინფორმაციით, სისტემაში ტუბერკულოზის გავრცელება სრულ კონტროლს ექვემდებარება

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო  ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიით გათვალისწინებულ აქტივობებს, რომლის ფარგლებშიც  ავადობის მუდმივი სკრინიგი, პრევენცია და შესაბამისად ეფექტური მკურნალობა ხდება, მაქსიმალური მობილიზაციით ახორციელებს.

სამინისტროს ცნობითვე, გატარებული რეფორმების შედეგად, დღეის მდგომარეობით, სასჯელაღსრულების სისტემაში ტუბერკულოზის გავრცელება სრულ კონტროლს ექვემდებარება, რაც ხელს უწყობს დაავადების გავრცელების პრევენციას და დროულ და ეფექტურ მკურნალობას.

 2011 წელთან შედარებით, 2012 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, 52% შემცირებულია ბაქტერიაგამომყოფ პაციენტთა რაოდენობა და დღითი დღე იზრდება ტუბერკულოზისგან განკურნებულ პაციენტთა რიცხვი.

 სამინისტრო იმედოვნებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ იქნება აღქმული, როგორც ამ კონკრეტული შედეგისადმი და გატარებული რეფორმებისადმი თვითკმაყოფილების გამოხატულება.

პირიქით, სამინისტრო არ დაკმაყოფილდება მანამ, ვიდრე სასჯელაღსრულების სისტემაში აბსოლუტურ მინიმუმამდე არ იქნება დაყვანილი ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა.