ბათუმის მერიასა და „ქართულ ოცნებას“ შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ბათუმის მერიასა და „ქართულ ოცნებას“ შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ბათუმის მერიასა და კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა იმართება.

კოალიციის ადვოკატების განცხადებით, მხარეები მერიის პასუხს და იმ საკითხს განიხილავენ, თუ რამდენად მიზანშეწონილია 5 აგვისტოს აქციის ევროპის მოედანზე ვერ გამართვა.

ცნობისთვის, ბათუმის მერიამ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ 5 აგვისტოს დაგეგმილი აქციის ევროპის მოედანზე ჩატარებაზე უარი უთხრა და ალტერნატიულ ვარიანტად ანგისის სტადიონი შესთავაზა. მერიის პასუხში განმარტებულია, რომ ტურისტული სეზონის გამო ბათუმის ყველა ცენტრალური მოედანი და პარკი პირველიდან 31 აგვისტოს ჩათვლით დაკავებულია.

„კოალიცია „ქართული ოცნება“ ბათუმის მერიის პასუხს განიხილავს როგორც  პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელშეშლის ცდას. 24 ივლისს, 10 საათზე კოალიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ბათუმის მერიის უფლება მოსილ პირს რობერტ ჩხაიძეს და კიდევ ერთხელ მოითხოვენ ბათუმის ცენტრში აქციის გამართვისათვის ადგილის გამოყოფას“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.