კარლ ლაგერფელდი იაპონელი ქალებისთვის მაკიაჟის კოლექციას ქმნის (VIDEO)

კარლ ლაგერფელდი იაპონელი ქალებისთვის მაკიაჟის კოლექციას ქმნის (VIDEO)

ნოემბრის დასაწყისში გაყიდვაში გამოვა კარლ ლაგერფელდის მაკიაჟის კოლექცია, რომელიც დიზაინერმა სპეციალურად იაპონური კოსმეტიკური ბრენდისთვის შექმნა. კარლმა არაერთხელ აღიარა თავის საყვარელ ბრენდად იაპონური Shu Uemura, ამბობდა, რომ არავის შეეძლო კოსმეტიკის ისეთი ფერებით შემოთავაზება, როგორსაც ეს ბრენდი სთავაზობდა მომხმარებელს. ამჟამად ლაგერფელდმა თავად იმუშავა მაკიაჟის ფერთა პალიტრასა და შეფუთვის დიზაინზე. შედეგი, როგორც ყოველთვის შესანიშნავი გამოვიდა. სამწუხაროა, რომ კოლექცია შეზღუდული რაოდენობით გამოვა.

შეგახსნებთ, ეს არ არის კარლის პირველი თანამშრომლობა კოსმეტიკურ მარკებთან. გასული წლის ნოემბერში, დიზაინერმა  Sephora-ს კოსმეტიკური საშუალებებზეც იმუშავა.