სტრიპტიზი შესაძლოა სპორტის ოლიმპიური სახეობა გახდეს

სტრიპტიზი შესაძლოა სპორტის ოლიმპიური სახეობა გახდეს

სტრიპტიზი შესაძლოა, სპორტის ოლიმპიური სახეობა გახდეს. ოლიმპიურ კომიტეტში უკვე შეტანილია განცხადება, რომელიც 4 ათასამდე ადამიანის მიერაა ხელმოწერილი. ხელმომწერების მოთხოვნაა ძელთან ცეკვა სპორტის სახეობა გახდეს და სტრიპტიზის პროფესიონალ მოცეკვავეებს ოლიმპიადებში მონაწილეობის უფლება დართონ.

ძელთან ცეკვის საერთაშორისო ორგანიზაცია სპორტსმენებს მომავალი ოლიმპიური თამაშებისთვის უკვე ამზადებს, რადგან აუცილებელია ძეგლთან ცეკვამ ყველა ის სტანდარტული მოთხოვნა დააკმაყოფილოს, რასაც ოლიმპიური კომიტეტი სპორტის სხვა სახეობისგან ითხოვს.

ბოძზე ცეკვის საერთაშორისო ფიტნეს-ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით, მათი მთავარი მიზანია, ის სტერეოტიპი დაანგრიონ, რომელიც საზოგადოებაში სტრიპტიზის მოცეკვავეებზე არსებობს.