თელავში აღდგენით სამუშაოებზე კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა

თელავში აღდგენით სამუშაოებზე კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა

თელავში სტიქიის შემდეგ მიმდინარე აღდგენითმა სამუშაოებმა კიდევ ერთი ადამიანი დააშავა. გუშინ აღდგენითი სამუშაოების დროს გიორგი გოგილაშვილს ხე დაეცა და დაშავდა.

გურჯაანის რაიონულ ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტი სხეულის დაზიანებებით მიიყვანეს, თუმცა აღნიშნავს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რენტგენმა კუდუსუნის მოტეხილობა აჩვენა. ჩაუტარდა პირველადი დახმარება და მკურნალობის კურსს სტაციონარში გადის. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებენ საავადმყოფოში.

გიორგი გოგილაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ცხოვრობს. ის ე.წ. სოლიდარობის ჯგუფის ერთ ერთი წევრია და სტიქიით დაზარალებული რეგიონის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობდა.