თბილისის მესამე ლუდის ფესტივალი

თბილისის მესამე ლუდის ფესტივალი

უამრავი ლუდი, ცოცხალი მუსიკა და გართობა... 21 და 22 ივლისს, ქართველი ლუდის მოყვარულებისთვის „ნატახტარმა“ ნამდვილი დღესასწაული მოაწყო. შაბათ–კვირას ვარდების რევოლუციის მოედანმა უკვე მესამედ, „თბილისის ლუდის ფესტივალს“ უმასპინძლა.

სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ხალხმრავალმა და გრანდიოზულმა ფესტივალმა, ლუდის მოყვარულებს დაუვიწყარი ვიქენდი აჩუქა. წინა ორი წლისგან გასხვავებით, წლევანდელი ფესტივალი, უამრავი გასართობით, საინტერესო და სახალისო ღონისძიებებით გამოირჩეოდა და ის საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა გახსნა.  

30 მეტრიან ბართან მისულ სტუმრებს, მასპინძლები „ნატახტარით“, „მთიელითა“' და „ეფესით“ უმასპინძლდებოდნენ. მაყურებლის განწყობაზე, ცოცხალი შესრულებით, ცნობილი ქართული ჯგუფები და მუსიკოსები ზრუნავდნენ. „მგზავრებმა“, „ბანდეროლმა“, კორკოტამ, Loudspeaker–მა, დავით ილურიძის ბენდმა, „ზარებმა“, „ნალმა“ და „ზურგმა“, ყველასთვის საყვარელი სიმღერები შეასრულეს. საღამო გიორგი ყიფშიძეს მიჰყავდა.

Tbilisi Beer Fest–ის ფესტივალი თბილისის მერიის მხარდამჭერით გაიმართა.

ფესტივალის გახსნამდე კი რამდენიმე საათით ადრე, სასტუმრო „რედისონში“, მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გაიმართა. კომპანია „ნატახტარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნინო სურმავამ და ღონისძიების ორგანიზატორმა სანდრო კაკულიამ, ფესტივალის დეტალეზე ისაუბრეს.

ნინო სურმავა: „ამ შაბათ–კვირას, მსოფლიო მასშტაბით 31 ლუდის ფესტივალი გამაირთა. ჩვენი მიზანი, სამი წლის წინ, როდესაც პირველად დავიწყეთ ლუდის ფესტივალის კეთება, ის იყო რომ ამ  კალენდარში, ჩვენც მოხვედრილიყავით. იქიდან გამომდინარე, რომ „თბილისის ლუდის ფესტივალის“ მიმართ ინტერესი იზრდება, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში, მის მოსანახულებლად უცხოელი ტურისტებიც ჩამოვლენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას, რომელიც გვერდში გვიდგას. შარშანდელისგან განსხვავებით, წლევანდელ ფესტივალზე, 30 მეტრიანი ბარია დამონტაჟებული და მომსახურე პერსონალის რაოდენობაც გაიზარდა, რამაც შეამცირა რიგები. სურვილი გვქონდა ფესტივალი ისეთი სფეროს წარმოადგენლებს გაეხსნათ, რომელიც წარმატებულები და საამაყოები არიან ჩვენთვის. ბევრი არ გვიფიქრია და არჩევანი საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებზე გავაკეთეთ. მოგეხსენებათ ლუდის ფესტივალი არის სახალხო ზეიმი და ამ ზეიმისთვის გვინდოდა, რომ სიამაყის ელფერი შეგვეძინა“.

ლუდის ფესტივალი საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრებმა გახსნეს, რომლებმაც მომსახურე გოგონების კორიდორის გავლის შემდეგ, ფესტივალის ლუდის კასრი გახსნეს, საიდანაც სტუმრებმა პირველი ლუდი დააგემოვნეს. ამის შემდეგ „თბილისის ლუდის ფესტივალი“ საზეიმოდ გახსნილად გამოცხადდა.

სანდრო კაკულია, ღონისძების ორგანიზატორი: „პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. ყოველ წელს ვცდილობთ, რომ „თბილისის ლუდის ფესტივალი“ სულ უფრო დატვირთული იყოს საკონცერტო პროგრამებით. ათამდე სხვადასხვა ჯგუფის გარდა,  სტუმრების განწყობაზე „პანტომიმის“ თეატრის მსახიობები და ჯამბაზებიც ზრუნავდნენ. ჩვენ არც ბავშვები დაგვიწყებია და სპეციალურად მათთვის საბავშვო კუთხე მოვაწყვეთ, რამაც საშუალება მისცა მშობლებს ფესტივალს შვილებთან ერთად დასწრებოდნენ“.