საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა IRI-იმ ქვეყანაში მიმდინარე საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობა უკვე შეისწავლა.
დაწყებული კამპანიის პროცესში IRI-იმ პოლიტიკური პარტიების რეიტინგებიც გაზომა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ კვლევაშიც საკმაოდ მაღალია საარჩევნო აქტიურობასთან დაკავშირებული მაჩვენებელი და გამოკითხულთა 80%-ზე მეტი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.
გარდა ამისა ცნობილი გახდა, რომ კვლევის შედეგები "ქრისტიან-დემოკრატებისთვის" ცნობილია, თუმცა ის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" ჯერ არ უნახავს.