ევროპულმა ბანკებმა ამერიკიდან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 540 მილიარდი დოლარი გამოიტანეს, თავისი აქტივების ერთი მესამედი. ეს ციფრი განსაკუთრებით მიმდინარე წელს გაიზარდა. ამ ინფორმაციას The Financial Times ამერიკის სარეზერვო სისტემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყველაზე მსხვილი წარმომადგენლები ამერიკაში ფრანგულ BNP Paribas-ს და გერმანულ Deutsche Bank-ებს აქვთ. გერმანული ბანკის აქტივები 427 მილიარდი დოლარიდან 267 მილიარდ დოლარამდე დაეცა, ხოლო ფრანგული საფინანსო ორგანიზაციების აქტივები 420 მილიარდიდან 373 მიალირდ დოლარამდე ჩამოვიდა.
როგორც გამოცემა იუწყება, ევროკავშირის ბანკების ბიზნესს ამერიკული და კანადური, აგრეთვე ჩინური კომპანიები ყიდულობენ. აქტივების ყველაზე აქტიური შემსყიდველი Wells Fargo გახლავთ, რომელმაც WestLB-ს 6 მილიარდიანი საკრედიტო პორტფელი შეისყიდა, რამდენიმე თვის წინ კი, Wells Fargo, JPMorgan Chase და Lone Star Funds-მა ირლანდიური ბანკის Anglo Irish-ის 9 მილიარდიანი საკრედიტო პორტფელი შეიძინეს.