სააკაშვილი:კრედიტების გადავადების მსგავსად, სტუდენტებს, სწავლის გადასახადი გადაუვადდებათ

სააკაშვილი:კრედიტების გადავადების მსგავსად, სტუდენტებს, სწავლის გადასახადი გადაუვადდებათ

„კრედიტების გადავადების მსგავსად, იმ სტუდენტებს, რომელთა ოჯახებიც სტიქიის დროს დაზარალდნენ, სწავლის გადასახადი გადაუვადდებათ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კახეთის ოთხ სოფელში შაშიანში, კალაურში, ვაჩნაძიანში და ვანთაში აღდგენითი სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

სააკაშვილი მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათ მთავრობის ახალი პროგრამები გააცნო.

 „საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დასახმარებლად ხალხი უკვე წამოვიდა. ასეთი უბედურება აქ არ გვქონია არასოდეს. მიხარია, რომ სადაც გავიხედავ, ყველგან ფრონტია გაშლილი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა სააკაშვილმა.