გაერომ დამკვირვებლებს მანდატი გაუგრძელა

გაერომ დამკვირვებლებს მანდატი გაუგრძელა

გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დამკვირვებლებს სირიაში მანდატი 30 დღით გაუგრძელდეს. დამკვირვებელებს იმ შემთხვევაში გამოუშვებენ უკან, თუ ხელისუფლება მძიმე ტექნიკას დამასკოდან გაიყვანს.

რუსეთი ემუქრებოდა, რომ ვეტოს დაადებდა გაეროს გადაწყვეტილებას, თუმცა მას შემდეგ რაც ცვლილებები შევიდა რეზოლუციაში, ხელმოწერაზე თანხმობა განაცხადა.

გაეროს დამკვირვებლებს ვადა 21 აგვისტოს ამოეწურებათ და პან გი მუნის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის მიხედვით, გაერო გადაწყვეტს გაუგრძელდებათ თუ არა დამკვირვებლებს მანდატი სირიაში.