კეშას ახალ ალბომში ლირიული კომპოზიციები  და  ბალადები შევა(VIDEO)

კეშას ახალ ალბომში ლირიული კომპოზიციები და ბალადები შევა(VIDEO)

ცნობილი ამერიკელი მომღერალი კეშა  ახალ ალბომზე მუშაობას ხმის ჩამწერ სტუდია RCA-სთან ერთად იწყებს. ახალი ფიტფიტის სახელწოდება ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია რამდენიმე დეტალი.

ივნისის თვეში კეშას საპოდიუსერო ჯგუფმა გაავრცელა სიმღერის 45 წამიანი ნაწყვეტი, სახელწოდებით Supernatural, ამბობენ, რომ ეს ნაწყვეტი სწორედ ახალი ალბომის პირველი სინგლიდანაა. ახალი ფირფიტა ლირიული კომპოზიციებისა და ბალადებისაგან იქნება შემდგარი და  როგორც მომღერალი ამბობს, ის  არ იქნება  აკუსტიკური. ახალი ალბომის ოფიციალური პრეზენტაცია, ნოემბრის თვეში შედგება.  

მომღერალი  აცხადებს,  რომ წელს იმიჯისა და რეპერტუარს რადიკალურად შეიცვლის.  ის დამოუკიდებელ, ძლიერ და ამავდროულად სუსტ ქალბატონად მოგვევლინება.

„ძალიან დიდი სურვილი მაქვს ძლიერი ქალის როლი მოვირგო, თუმცა ისიც კარგად მესმის, რომ სისუსტე შესაძლოა მშვენიერი იარაღი აღმოჩნდეს.  ახალ ალბომში სწორედ  ამაზე მოვახდენ კონცენტრირებას”-ამბობს მომღერალი.