მედიასაშუალებების წარმომადგენლები „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ

მედიასაშუალებების წარმომადგენლები „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ

ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვილივ განვითარებულ მოვლენებზე  მედიასაშუალებების წარმომადგენლები დღეს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ იმსჯელებენ. 


შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, მსჯელობის შედეგად კონკრეტული გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.


ცნობისთვის,თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენები 11 ივლისს დააყადაღა.


პროკურატურის ინფორმაციით, სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით, ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ პოლიტიკურ ორგანიზაცია „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის“ ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია „მაესტროს“ მიერ საქართველოში დიდი ოდენობით ანტენების შემოტანის ფაქტი დაადგინა.