თინა ხიდაშელი: როცა დედაქალაქში საზოგადოების მხარდაჭერა გარანტირებული გვაქვს პასუხისმგებლობა უკვე რეგიონებზე უნდა აგვეღო

თინა ხიდაშელი: როცა დედაქალაქში საზოგადოების მხარდაჭერა გარანტირებული გვაქვს პასუხისმგებლობა უკვე რეგიონებზე უნდა აგვეღო

კოალიციაქართულმა ოცნებამგუშინ თბილისსა და რეგიონების ნაწილში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. ამბროლაურშიქართული ოცნების“  მაჟორიტარობის  კანდიდატი დავით დარახველიძე იქნება. წალენჯიხაში - გიორგი ნაჭყებია, მარტვილში - მურთაზ ხურცილავა, ხონში - ნიკა სანოძე; ჭიათურაში - მალხაზ წერეთელი, საგარეჯოში კი, თინა ხიდაშელი.

ძალთა ასეთ გადანაწილებას საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში  აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. ზოგიერთი დასახელებული კანდიდატების მიმართ კითხვებიც დაგროვდა. როგორცრესპუბლიკური პარტიისლიდერი, „ქართული ოცნებისწარმომადგენელი და საგარეჯოში კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, თინა ხიდაშელი აცხადებს, შესაძლოა სურათი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგრამ ამ წარდგენის მიზანი ძალთა ბალანსის დაცვა იყო.

რა კრიტერიუმებით მოხდა რეგიონებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევა, რამდენად მოსალოდნელი იყო  ხიდაშელისთვის საგარეჯოში მისი კანდიდატურის დასახელება და რა გეგმით აპირებს იგი რაიონში წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას ამის შესახებ From.ge თინა ხიდაშელს ესაუბრა.

-ქალბატონო თინა, საგარეჯოში თქვენი კანდიდატურა რატომ შეირჩა?

-კახეთის სხვა რაიონებისგან განსხვავებით მთელი ჩემი ბავშვობა  საგარეჯოსთან  მაკავშირებს. ეს არის ჩემი დედულეთი. ნათესავები რაიონის ყველა სოფელში მყავს, ჩემი შვილები ახლაც იქ არიან,  ამიტომ ეს არ არის უცხო რაიონი ჩემთვის. პირიქით, თბილისის გარდა, თუ კი, რომელიმე რაიონთან მაქვს შეხება ეს საგარეჯოა. მაგრამ გადაწყვეტილება უფრო მეტად იმით იყო მოტივირებული, რომ პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის მეც პასუხისმგებლობა სხვადასხვა რეგიონებზე  მაქსიმალურად აგვეღო.

-კოალიციის ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თქვენთვის თუ იყო მოულოდნელი?

-მესმის, რომ ეს საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მე თბილისელი ვარ, აქ ვცხოვრობდი და ამიტომ ჩათვალეს, რომ თბილისში უნდა მეყარა კენჭი. მაგრამ როდესაც კრიტიკული მდგომარეობაა და დედაქალაქის ლოიალურობა და მხარდაჭერა პრაქტიკულად გარანტირებული გაქვს,  ვალდებულება იყო, რომ  პასუხისმგებლობა უკვე სხვადასხვა რეგიონებზე აგვეღო. ამიტომ წავიდა ზვიად ძიძიგური ქვემო ქართლში, ამიტომ წავიდა ირაკლი ალასანია ზუგდიდში და მე კახეთში. გადაწყვეტილება ჩემი აქ წამოსვლასთან დაკავშირებით დიდი ხანია მიღებულია. უბრალოდ აქამდე  ჩვენ ოლქზე ვფიქრობდით, თუ სად შეიძლებოდა მეყარა კენჭი მაჟორიტარობის კანდიდატად.

- გაჩნდა მოსაზრება რომ კოალიციის მიერ მიღებულმა ამ გადაწყვეტილებამ თქვენი უკმაყოფილება გამოიწვია...

-არამგონია საზოგადოება ასე ფიქრობდეს, ამის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, არ ვიცი ზუსტად ვის თავში გაჩნდა ეს აზრი, სავარაუდოდ ეს ტელეკომპანია „იმედი“ ან „რეალ ტვ“ იქნებოდა და რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო ამაზე?  სერიოზულს ვერაფერს ვერ ვიტყვი.

-დაიწყეთ თუ არა ამომრჩეველთან შეხვედრა და გაქვთ თუ არა წინასაარჩევნოდ ამ რაიონისთვის რაიმე სახის კონკრეტული გეგმა?

-ეს გადაწყვეტილება დიდი ხანია მივიღეთ, უბრალოდ გუშინ  ფორმალურად გამოცხადდა. შესაბამისად, მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დავიწყე. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმას, მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნებში მონაწილეობა განსაკუთრებულ გეგმას არ საჭიროებს. სოფელ დიღომში დადიხარ, ზუგდიდში თუ საგარეჯოში მიზანი ერთია - ადამიანებს უამრავი პრობლემა აქვთ და გეგმა, რომელსაც საზოგადოებას შესთავაზებ ამ პრობლემების ადექვატური უნდა იყოს.

წინასაარჩევნოდ ჩვენი მთავარი მიმართულება სოფლის მეურნეობაა.  ჩემი სასაუბროც და ჩემი ამოცანაც მოსახლეობასთან ურთიერთობაში ბუნებრივია სწორედ ეს იქნება.  ჩემი მიზანია ასევე თითოეულ მოქალაქემდე ზუსტად და გასაგებად მივიტანო კოალიციის ერთის მხრივ, ამ სფეროს და მეორეს მხრივ ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის გეგმა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოქალაქეებმა ზუსტად იცოდნენ რას უნდა ელოდნონ და რა შეიძლება მოითხოვონ კოალიციისგან არჩევნების დასრულების შემდეგ .

-გაქვთ თუ არა ინფორმაცია ვინ იქნებიან თქვენ მეტოქეები  და როგორ შეაფასებთ თქვენს ძალებსა მათთან მიმართებაში?

ვინ იქნებიან სხვა პარტიის დეპუტატობის კანდიდატები, ამას პრინციპში მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ვთქვით, რომ არავისთან დაპირისპირებისთვის არ მოვდივართ. არამედ, მოვდივართ გამარჯვებისთვის. ამიტომ ეს არ არის იმ ტიპის კამპანია, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეკისრება იმას, თუ ვის წარმოადგენენ კანდიდატად სხვა პარტიები. ჩვენ მათზე არ ვმუშაობთ, ჩვენ მათ წინააღმდეგ არ გამოვდივართ. ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძვით.

- და მაინც, როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებთ კონკურენციის გაწევას სხვა პარტიის დეპუტატობის კანდიდატებისთვის?

-ამას გვიჩვენებს კახელების განწყობა და არჩევნების დასრულების შემდეგ საბოლოო შედეგები. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ნათელი ყველაფერი. ეს საკმაოდ რთული საარჩევნო  ოლქია და საერთოდ რეგიონი საკმაოდ რთულია. ამიტომ, გამარჯვება არ იქნება მარტივი, მაგრამ აბსოლუტურად შესაძლებელია საქართველოს ყველა რაიონში ჩვენი მაჟორიტარების წარმატება. მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული.  ჩვენ თუ მოვახერხებთ და ჩვენს სათქმელს ამომრჩევლამდე სწორად მივიტანთ, ზუსტად გავაგებინებთ მათ იმ სიკეთეს, რომელსაც „ქართული ოცნება“ პირდება საზოგადოებას და თითოეულ ოჯახს, იმავდროულად მობილიზებულები ვიქნებით, რომ ერთი ან, ორი სოფლის შედეგების გაყალბება მთელი ოლქის შედეგების და ბედის განმსაზღვრელი არ გახდება, წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ.

-რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, რის მიხედვით მოხდა მათი შერჩევა და მათ ძალებს როგორ შეაფასებთ?

კანდიდატების შერჩევის დროს ჩვენ რამდენიმე კრიტერიუმით ვხელმძღვანელობდით.  პირველ რიგში კანდიდატის შერჩევისას მიდგომა და პასუხისმგებლობა იყო გასამმაგებელი. როდესაც პოლიტიკური ლიდერი მიდის რეგიონში, ის მიდის არამხოლოდ იმ ოლქის, არამედ რეგიონის სხვა რაიონების მოსახლეობის დასახმარებლადაც.  მეორე მხრივ ეს იყო ერთგვარი ბალანსის დაცვა პოლიტიკოსებსა და იმ ადამიანებს შორის, ვინც კონკრეტულ ოლქებში ცხოვრობენ.

რეგიონებში ჩასულ კანდიდატებს ყოველდღიურ ცხოვრებაში უხდებათ შეხება არსებულ პრობლემებთან და საზოგადოებას პატივსაცემ, მისაღებ და იმედის მომცემ პიროვნებებად ესახებიან.

ბევრი კრიტიკა მოვისმინე - ამას ვინ ცნობს, ამას ვინ მისცემს ხმას და ა.შ. ჩემი აზრით, არ აქვს მნიშვნელობა კანდიდატს, ვინც  კენჭს იყრის მაგალითად წალენჯიხაში ან ყვარელში, თბილისში იცნობდნენ. მთავარია, მას იმ რეგიონში იცნობდნენ, პატივს სცემდნენ და ეიმედებოდეთ.

ეს იყო ჩვენი მთავარი ამოცანაც. არ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენად ცნობადი იყო ესა თუ ის პიროვნება. უმთავრესად მივიჩნიეთ ის ყოფილიყო მისაღები და ოპტიმალური კანდიდატი და შეძლებოდა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდგომ  ხელისუფლებაში ყოფნისას პრობლემების მოგვარების გარანტი გამხდარიყო.