ირანის პარლამენტი ორმუზის სრუტის დაკეტვას განიხილავს

ირანის პარლამენტი ორმუზის სრუტის დაკეტვას განიხილავს

ირანის პარლამენტის დეპუტატმა ჯავად ქარიმი კოდუსმა პარლამენტარებს სრუტის დაკეტვის განსახილველი დოკუმენტი წარუდგინა და კოლეგებს მოუწოდა მას მხარი დაჭირონ.

„ორმუზის სრუტე მსოფლიოს ბოქლომია, ამ ბოქლომის გასაღები კი ირანის ხელშია და ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.“,-აცხადებს კოდუსი და აღნიშნავს, რომ პარლამენტის 290-მა დეპუტატმა უკვე გამოთქვა სურვილი დოკუმენტს მხარი დაუჭიროს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დოკუმენტის შესახებ ოფიციალურ განცხადებას  არ აკეთებს და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ უნდა მიიღოს.