Financial Times : ამერიკა ლიბერალურიდან მუსულმანური პოლიტიკისკენ იხრება

Financial Times : ამერიკა ლიბერალურიდან მუსულმანური პოლიტიკისკენ იხრება

Financial Times-ის ინფორმაციით, ამერიკამ ახალი მეკავშირე იპოვა აღმოსავლეთში. „ქაიროში მიმდინარე შეთქმულების თანახმად, ახალმა პრეზიდენტმა მოჰამედ მურსიმ არა ეგვიპტელების ხმები, არამედ ამერიკელების მხარდაჭერა მიიღო და სწორედ იმიტომ გახდა პრეზიდენტი.  ამერიკამ ახლო აღმოსავლეთში „ძმები მუსლიმების“ სახით ახალი მეკავშირე იპოვა“,-წერს გამოცემა.

11 სექტემბრის შემდეგ მუსულმანურმა სამყარომ არაერთხელ დაადანაშაულა ამერიკა მათ წინააღმდეგ ომის წარმოებაში.  „მაგრამ, როგორც ჩანს ამჯერად ორივემ აზრი შეიცვალა, თანაც ამერიკას „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ, თავის ავტოკრატებზე უარის თქმამ მოუწია. სირიაში მიმდინარე მოვლენებსაც თუ გავითვალისწინებთ, აქაც „ძმები მუსლიმები“ აქტიურობენ აჯანყებულთა შორის, ასე რომ ამერიკა ლიბერალურიდან მუსულმანური პოლიტიკისკენ იხრება“,-ასკვნის გაზეთი.