WikiLeaks: ბაშარ ასადს ცოლების შესახებ ანეგდოტები უყვარს

WikiLeaks: ბაშარ ასადს ცოლების შესახებ ანეგდოტები უყვარს

როგორც იუწყებოდა ცნობილის და სკანდალური საიტი WikiLeaks, მან სირიის სახელმწიფო მოხელეთა პირადი მიმოწერები გამოაქვეყნა.  2,5 მილიონი პირადი მიმოწერიდან 538 რუსულ ენაზე გახლდათ დაწერილი. სირიის ხელისუფლების უდიდეს ნაწილს განათლება რუსეთში აქვს მიღებული.

ეს წერილები სირიაში აჯანყების დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე  არის დაწერილი, მასში სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაცია ნაკლებადაა, სამაგიეროდ, გაირკვა რომ  სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს ცოლების შესახებ ანეგდოტები  უყვარს და ის ხშირად უგზავნიდა თანამშრომლებს და ახლობლებს  ანეგდოტებს. მაგალითად ასეთებს.

„ცოლი: მინდა გაზეთი ვიყო, მთელი დღე რომ ხელში გეჭირო. ქმარი: მეც მინდა რომ გაზეთი იყო და ყოველდღე ახალი მეჭირო ხელში.

 ან კიდევ .

ცოლი: ევერესტზე რომ ავიდე, ჩემი გულისთვის რას გააკეთებდი? ქმარი: ნაზად გკრავდი ხელს“.