სოსო ცისკარიშვილი:  „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წუნი არ დაედება

სოსო ცისკარიშვილი: „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წუნი არ დაედება

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით,  პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირადი მოქალაქეობრივი წესიერებისა და  სანდოობის კუთხით, წუნი არ დაედება, თუმცა აღნიშნავს, რომ საფუძვლიანი ანალიზი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გაკეთდეს, რაც კონკურენტების სრული სია გვეცოდინება.

„საფუძვლიანი ალანიზის გაკეთება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება,  რაც კონკურენტების  სრული სია გვეცოდინება, რადგან დამოუკიდებლად ერთი ადამიანი შეიძლება ფლობდეს უამრავ ღირსებას და რამდენიმე ნაკლს, მაგრამ მისი უპირატესობა წარუმატებლების შესაძლებლობა  მხოლოდ კონკურენტთან შედარებისას იკვეთება.  პირადი მოქალაქეობრივი წესიერებისა და  სანდოობის კუთხით,  „ქართული ოცნების“ კანდიდატებს წუნი არ დაედება. ამიტომ შევთანხმდეთ, რომ მინიმუმ 50%- ს მაინც დაიკავებს თბილისის საარჩევნო უბნებში, ხოლო თუ მათ ღირსეული, საზოგადოებისთვის მისაღები კონკურენტები არ ეყოლათ,  მაშინ რასაკვირველია,  მეტს დაიკავებენ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.