კოპალიანი: არსად წასვლას არ ვაპირებ და თუ უნდათ სპეცრაზმი მოიყვანონ

კოპალიანი: არსად წასვლას არ ვაპირებ და თუ უნდათ სპეცრაზმი მოიყვანონ

ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის“ თავმჯდომარე კარლო კოპალიანი აცხადებს, რომ პარლამენტიდან არსად წასვლას არ აპირებს და თუ უნდათ სპეცრაზმი მოიყვანონ და ძალით გაიყვანონ. 

აღნიშნული განცხადება კოპალიანმა პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც შენობის დაცლას შეეხება. 

„ჩვენს ფრაქციაში მოვიდნენ და ოთახების დაცლა მოითხოვეს. გვითხრეს, რომ ინვესტორი შემოდის და რემონტი უნდა დაიწყოს. ჩვენ აქედან გასვლას არ ვაპირებთ, რადგან ჯერ პარლამენტის წევრები ვართ და სამუშაო პირობები გვინდა“, - აღნიშნა კოპალიანმა. 

მისი განცხადებით, საქართველოში პარლამენტს ორი შენობა აქვს, მაგრამ დეპუტატების ადგილი არც ერთ შენობაში არ არის.

„არსად წავალთ, თუ უნდათ სპეცრაზმი მოიყვანონ და ძალით გაგვიყვანონ“, - განუცხადა კოპალიანმა ჟურნალისტებს. 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობის დაცლა სამშაბათს დაიწყო და ახლაც გრძელდება.