რიანა River Island-ისთვის ახალ კოლექციას შექმნის(VIDEO)

რიანა River Island-ისთვის ახალ კოლექციას შექმნის(VIDEO)

რამდენიმე ხნის წინ, რიანამ განაცხადა, რომ მოდური სამოსის პირადი ხაზის შექმნას აპირებდა.

განცხადება მალევე სისრულეში მოიყვანა და გააფორმა პირველი კონტრაქტი კომპანია River Island-თან.

რა თქმა უნდა, რიანას მოდური სამოსის ხაზს, წარმატებას უკვე უწინასწარმეტყველებენ. ისევე როგორც  ეს შოუ-ბიზნესის სხვა ცნობილი ვარსკვლავების მოდური ხაზების შემთხვევაში იყო გარანტირებული.

მოდის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რიანამ შესანიშნავი კომერციული გათვლა გააკეთა, რომ დიზაინერული კარიერა, სწორედ River Island-თან თანამშრომლობით დაიწყო.

პოპ-ვარსკვლავი ბრიტანული უნივერმაღის River Island-ის მაღაზიებისთვის თავის პირველ 2013 წლის შემოდომის  სეზონის  კოლექციას შექმნის.

ახალბედა დიზაინერი თავადაც კმაყოფილია კომპანიასთან მიღწეული შეთანხმებით და ამბობს, რომ River Island ამ ეტაპზე მისთვის ყველაზე იდეალური პარტნიორია.