ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო ხუნტას ძალაუფლება გამოაცალეს

ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო ხუნტას ძალაუფლება გამოაცალეს

კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში სპეციალური სტრუქტურა შეიქმნა, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების გატარებას შეუწყობს ხელს.

აქამდე ქვეყნის ეკონომიკას სამხედრო შტაბი ხელმძღვანელობდა. გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ვიცე-მარშალი ლი ენ ხო თანამდებობიდან სწორედ იმის გამო გადააყენეს, რომ ეკონომიკის სადავეების სამოქალაქო ხელისუფლებისთვის გადაცემა არ სურდა.

ლი ენ ხოს გადადგომის ოფიციალურ მიზეზად მარშალის ავადმყოფობა დასახელდა.

ფხენიანში ეკონომიკური რეფორმები პეკინის მიბაძვით განხორციელდება.