ამერიკა, ისრაელი და იორდანია სირიაში შეჭრისთვის ემზადებიან

ამერიკა, ისრაელი და იორდანია სირიაში შეჭრისთვის ემზადებიან

Financial Times-ის ინფორმაციით, ამერიკა, ისრაელი და იორდანია ქიმიური იარაღის ნეიტრალიზებისთვის სირიაში შეჭრის გეგმას ამუშავებენ. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ამ ოპერაციის განხორციელებისთვის საჭიროა დაახლოებით 75 000 ჯარისკაცი.

დამასკო ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კონვენციას მიერთებული არ არის, შესაბამისად, ქვეყანაში არსებული ქიმიური იარაღის ზუსტი რაოდენობა, უცნობია. ექსპერტების ვარაუდით, არაბული სამყაროს ქვეყნებს შორის სირია ქიმიური იარაღის წარმოების მხრივ ლიდერია.

Financial Times-ისავე ინფორმაციით, გეგმის განხორციელების შემთხვევაში გაერთიანებული სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფ ძალებს გაუჭირდებათ სირიაში  ქიმიური იარაღის საწყობების მოძებნა, რადგან მათი სულ მცირე 20 სამალავი მაინც არსებობს.