ბაშარ ასადს ცოლების შესახებ ანეგდოტები უყვარს

ბაშარ ასადს ცოლების შესახებ ანეგდოტები უყვარს

სკანდალურად ცნობილი ონლაინგამოცემა WikiLeaks-ი სირიის სახელმწიფო მოხელეთა პირადი მიმოწერიდან 2,5 მილიონამდე წერილს აქვეყნებს. მათგან 538 რუსულ ენაზეა დაწერილი. სირიის ხელისუფლების დიდ უმრავლესობას განათლება რუსეთში აქვს მიღებული.

ეს წერილები სირიაში აჯანყების დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე არის დაწერილი. მასში სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია ნაკლებადაა. სამაგიეროდ, გაირკვა რომ  სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს ცოლების შესახებ ანეგდოტები უყვარს და მათ თანამშრომლებსა და ახლობლებსაც  ხშირად უგზავნის. მაგალითად ასეთებს:

„ცოლი: მინდა გაზეთი ვიყო, მთელი დღე რომ ხელში გეჭირო.

ქმარი: მეც მინდა რომ გაზეთი იყო და ყოველდღე ახალი მეჭირო ხელში.

ან, კიდევ:

ცოლი: ევერესტზე რომ ავიდე, ჩემი გულისთვის რას გააკეთებდი?

ქმარი: ნაზად გკრავდი ხელს“.