უწყებათაშორისი კომისია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშს აკრიტიკებს

უწყებათაშორისი კომისია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშს აკრიტიკებს

უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლებმა, სახელმწიფო სახსრების საარჩევნო მიზნით ხარჯვის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“  ანგარიში გააკრიტიკეს.

თამარ კინწურაშვილის განაცხადებით, უწყებათაშორისმა კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში უზუსტობები აღმოაჩინა. ამასთან ის, დოკუმენტში მოყვანილ ფაქტებს შეისწავლის.

მისივე განმარტებით, უზუსტობებია იგივე პროფესიულ სასწავლებლებში სოციალურად დაუცველი სტუდენტების ათას ლარიან ვაუჩერთან დაკავშირებით. 

კინწურაშვილის განცხადებით, ვაუჩერებზე გადასვლა საგანმანათლებლო სისტემაში უკვე რამდენიმე წელია ეტაპობრივად ხორციელდება როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში.  შესაბამისად, ეს პროცესი  სისტემური რეფორმის ნაწილია.

„მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ზრდა განპირობებული არ არის გარკვეული თანხების ლოკაციით ბიუჯეტში, არამედ თავად ბიუჯეტის ზრდით. 229 მილიონიანი ზრდა იყო მაისის თვეში, აქედან გამომდინარე ეს საარჩევნო მიზნად ვერ ჩაითვლება“, - განაცხადა კინწურაშვილმა და აღნიშნა, რომ უწყებათაშორისო კომისია მზადაა   „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შენიშვნები მიაწოდოს. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციას ანგარიშში წარმოდგენილი ფაქტების ერთობლივ შესწავლას სთავაზობს.