თამარ ჩუგოშვილი: ბიუჯეტის ხარჯები ემთხვევა მმართველი გუნდის პოლიტიკურ პროგრამას

თამარ ჩუგოშვილი: ბიუჯეტის ხარჯები ემთხვევა მმართველი გუნდის პოლიტიკურ პროგრამას

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი სახელმწიფო სახსრების საარჩევნო მიზნით ხარჯვის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მომზადებულ ანგარიშს საინტერესო და მნიშვნელოვან კვლევას უწოდებს.

ჩუგოშვილის განცხადებით, პირდაპირ ყოველთვის რთულია იმის გამოკვეთა, რომ ბიუჯეტის სახსრები პარტიული ღონისძიებებისთვის იხარჯება, თუმცა ბიუჯეტის მთლიანი ანალიზისას რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების მეირ გახმიანებული და განხორციელებული ცალკეული პროგრამები საზოგადოების მიერ  მმართველი პარტიის მიერ განხორციელებულად აღიქმება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრ შემთხვევაში ბიუჯეტის ხარჯები ემთხვევა მმართველი გუნდის პოლიტიკურ პროგრამას, რაც ერთის მხრივ ლოგიკურია, მაგრამ მეორეს მხრივ, ბიუჯეტის ისეთი გამოყენება, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იცვლება სოციალური პროგრამები და იზრდება დაფინანსებები ეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს უთანასწორო გარემოს უქმნის“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.