„თავისუფალმა საქართველომ“ ცესკოს 79.786 მხარდამჭერის ხელმოწერა წარუდგინა

„თავისუფალმა საქართველომ“ ცესკოს 79.786 მხარდამჭერის ხელმოწერა წარუდგინა

პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციისთვის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების კამპანია დაასრულა. ამის შესახებ პარტიის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.

მათი ინფორმაციით, ნაცვლად კანონმდებლობით გათვალისწინებული 25.000-სა, პარტიამ ცესკო-ს 79.786 ხელმოწერა წარუდგინა. 

„თავისუფალი საქართველოს“ წევრები ხელმოწერებს მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ. შეგროვების პარალელურად, პარტიის იურიდიული სამსახური ხელმოწერების ნამდვილობას ამოწმებდა. გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ 79.786 ხელმოწერიდან 5.462–ს დაუდგინდა ხარვეზი. 

პარტიის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ და პოლიტიკურმა მდივანმა თენგიზ ომანიძემ ხელმოწერები ცესკო-ში დღეს 20 ივლისს შეიტანეს. 

„თავისუფალი საქართველო“ NDI–ს საყურადღებოდ აცხადებს, რომ 79.786 მხარდამჭერი, საქართველოში აქტიური ამომრჩევლის (დაახლოებით 1.800.000) 4.5%–ს შეადგენს. ეს მხოლოდ პარტიის ამომრჩეველთა ის ნაწილია, რომელმაც საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა „თავისუფალი საქართველოსადმი“ მხარდაჭერა“, - ნათქვამია პარტიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ მხარდამჭერთა ასეთი მაღალი აქტივობა ცხადყოფს, რომ პარტიის რეიტინგის ზრდა შეუქცევადი პროცესია, რაც პარტიის საპარლამენტო არჩევნების წინ ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.