გიორგი პერტაიამ გია ხუროშვილის კაბინეტი დაიკავა

გიორგი პერტაიამ გია ხუროშვილის კაბინეტი დაიკავა

მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის კაბინეტი საგადასახადო ომბუდსმენმა გიორგი პერტაიამ დაიკავა. მას შემდეგ, რაც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა საკუთარი კაბინეტი დაცალა, დღეს ამ კაბინეტში საგადასახადო ომბუდსმენი გიორგი პერტაია შევიდა.

პარლამენტის შენობაში სამუშაოდ გადავიდა ასევე საინვესტიციო სააგენტო.  ეს სააგენტო აქამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობაში და მის დაქვემდებარებაში იყო. 

მას შემდეგ კი, რაც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური გახდა, საინვესტიციო სააგენტოც ფონდის დაქვემდებარებაში გადავიდა. 

პარლამენტში, ე.წ. საპრეზიდენტო ფლიგელში გადავიდა საგადასახადო ომბუდსმენი გიორგი პერტაიაც, რომლის ოფისიც აქამდე სახელმწიფო კანცელარიაში იყო. 

რაც შეეხება მთავრობის საპარლამენტო მდივანს, გია ხუროშვილს, ის  ქუთაისის მთავრობის სახლში გააგრძელებს საქმიანობას. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა,  ქუთაისში, მთავრობის სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაც ჩაიბარა.