დენვერში „ბეტმენის“ პრემიერაზე დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

დენვერში „ბეტმენის“ პრემიერაზე დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

14 ადამიანი გარდაიცვალა „ბეტმენის“ ახალ პრემიერაზე .

დენვერთან ახლოს მდებარე ქალაქ ავრორას კინოთეატრის შენობაში, სადაც კინოფილმის პრემიერა გადიოდა, უცნობი ნიღბიანი მამაკაცი დარბაზში შეიჭრა და სროლა ატეხა. რამდენიმე წუთში დარბაზში ყუმბარაც აფეთქდა, თუმცა შემდეგ განაცხადეს, რომ ეს ცრემლსადენი გაზი იყო.

ადგილზე გარდაიცვალა 10 ადამიანი, დაჭრილია 50-მდე. საავადმყოფოში მიყვანამდე კიდევ 4 ადმიანი გარდაიცვალა.