სტიქიის დაზარალებულთა პირველი კატეგორია 1300-დან 1500 ლარამდე ლარს, მეორე კატეგორია 800-დან 900 ლარამდე, მესამე კი 300-დან 500 ლარამდე კომპენსაციას მიიღებენ

სტიქიის დაზარალებულთა პირველი კატეგორია 1300-დან 1500 ლარამდე ლარს, მეორე კატეგორია 800-დან 900 ლარამდე, მესამე კი 300-დან 500 ლარამდე კომპენსაციას მიიღებენ

პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სტიქიით დაზარალებულები სამ კატეგორიად დაყო. ამის შესახებ პრემიერმა დღეს თელავის რაიონის სოფელ შალაურში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, დაზარალებულთა პირველ კატეგორიაში შედიან ისინი, ვინც მოსავლის 100 პროცენტი დაკარგა და მათ გადაეცემათ 1300-დან 1500 ლარამდე, მეორე კატეგორიაში ისინი მოხვდებიან, ვინც ვინც მოსავლის 70 პროცენტი დაკარგა და 800-დან 900 ლარამდე მიიღებენ. რაც შეეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც სტიქიის შედეგად მოსავლის 50 პროცენტი გაუნადგურდათ, 300-დან 500 ლარამდე მიიღებენ.

ამ დროისთვის თელავის რაიონის სოფლებში საწვავის, ფქვილის, ზეთის და სხვა პროდუქტების დარიგება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, გუშინ მომხდარი სტიქიის შედეგად თელავისა და გურჯაანის რაიონის მაცხოვრებლებს მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი. ქარიშხალმა ასობით სახლს სახურავი გადახადა, მოსახლეობას დაეხოცა პირუტყვი და შინაური ფრინველი, გაუნდაგურდა ნათესები და მოსავალი.