ლოს ანჟელესში „Emmy“-ს  ნომინანტები გამოავლინეს (VIDEO)

ლოს ანჟელესში „Emmy“-ს ნომინანტები გამოავლინეს (VIDEO)

ლოს ანჟელესში, გუშინ, „ემის“ 2012 წლის ნომინანტები დაასახელეს. „ემი“ არის ამერიკის სატელევიზიო ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის მიერ ორგანიზებული უმაღლესი დაჯილდოება.  „ოსკარების“ დონის პრემია,რომელიც მხოლოდ სატელევიზიო სერიალებისთვის გაიცემა.

პრემიას ასამდე კატეგორია აქვს, გუშინ ნომინანტები 17 ძირითად და ხუთ არაძირითად  კატეგორიაში გამოვლინდნენ.

წელს ყველაზე მეტი ნომინაცია მოიპოვა დრამამ  „Mad Men“, რომელიც უკვე მეხუთე წელია „საუკეთესო სერიალის“ ნომინაციის დაუმარცხებელი ფავორიტია. ის, წელს პირველობისათვის 9 კატეგორიაში იბრძოლებს.

„საუკეთესო კომედიური სერიალის“ ნომინაციაში მოხვდნენ სერიალები: „Girls“, „Curb Your Enthusiasm“, „30 Rock“, „Modern Family“, „The Big Bang Theory“.

„საუკეთესო დრამატული სერიალის“ კატეგორიაში დასახელდნენ სატელევიზიო სერიალები: „Boardwalk Empire“, „Breaking Bad“, „Downton Abbey“ , „Mad Men“, „Homeland“ და „Game Of Thrones“.

ამერიკელი მსახიობები ჯონ ჰემი და ელიზაბედ მოსი წარდგენილი არიან ნომინაციებში „საუკეთესო დრამატული მსახიობი ქალი და მამაკაცი.“

„ემის“ - 64 დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი ჰოლივიუდში 23 სექტემბერს გაიმართება.