იზაბელა როსელინი Bulgari-ს სარეკლამო სახე გახდა (VIDEO)

იზაბელა როსელინი Bulgari-ს სარეკლამო სახე გახდა (VIDEO)

Bulgari -ის შემოდგომა-ზამთარი 2012/13 ახალი კოლექციის, სარეკლამო სახე ლეგენდარული იტალიელი მსახიობი და მოდელი იზაბელა როსელინი გახდა.

60-წლის ვარსკვლავი Bulgari-სთან 2010 წელსაც თანამშრომლობდა, როდესაც მან მოდის სახლისთვის ხელჩანთების ექსკლუზიური  მოდელი შექმნა.

ორი წლის შემდეგ, მსახიობი Bulgari-ის ისევ დასთანხმდა მათი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, მონაწილეობა სხვადასხვა სახის ფოტო-ვიდეო გადაღებებში მიიღოს.  

„ჩემი კავშირი Bulgari-სთან მაშინ დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი.  დედას ყოველთვის თან ვახლდი, როდესაც ის Bulgari-ის მაღაზიებს რომში სტუმრობდა“-ამბობს იზაბელა, ერთ-ერთ ინტერვიუში და მართალიცაა, დედამისი, ასევე ლეგენდარული მსახიობი, ინგრიდ ბერგმანი Bulgari-ის იუილვერიის დიდი გულშემატკივარი იყო.

სარეკლამო კამპანიის ფარგლებში გამართულ ფოტოსესიას, ცნობილი არტ-ფოტოგრაფი ენნი ლეიბოვიცი ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ ლენის და იზაბელას არა ერთხელ უთანამშრომლიათ, მათი პირველი შეხვედრა 1986 წელს შედგა.

გადაღებები ლეიბოვიცის სტუდიაში, ნიუ-იორკში გაიმართა.