თელავში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს

თელავში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს

 

ამ წუთებში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. მინისტრები სხდომაზე სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების გზებზე მსჯელობენ. მას პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი უძღვება.

მთავრობა სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობაზე როგორც სასურსათო, ისე ფინანსური კომპენსაციების გაცემას გეგმავს. ამის შესახებ მერაბიშვილმა გუშინ საღამოს კახეთში გამართულ საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა.

 მისი განმარტებით, დაზარალებული სოფლები სიმძიმის მიხედვით დაიყოფა და კომპენსაციაც შესაბამისად განისაზღვრება.

გარდა ამისა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა ინიციატივით იმის თაობაზე, რომ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის საბანკო კრედიტების რესტრუქტურიზაცია მოხდეს. მისი თქმით, დაუშვებელია, რომ დაზარალებულებს, რომლებსაც სტიქიის გამო პრობლემები შეექმნათ, კრედიტის პრობლემაც დაემატოთ.