„ქართული ოცნების“ ლიდერები  რუსთავში ადგილობრივ მოსახლეობის შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ ლიდერები რუსთავში ადგილობრივ მოსახლეობის შეხვდნენ

რუსთავში, ტურგენევის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრაზე ზვიად ძიძიგურმა და სოზარ სუბარმა ძირითადად კოალიცია „ქართული ოცნების“  საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრეს. ძიძიგურის განაცხადებით, რუსთავში ძირითადი პრობლემა უმუშევრობა და სოციალური გაჭირვებაა.

სოზარ სუბარის შეფასებით, შეხვედრა მოსახლეობასთან ძალიან იმედიანი იყო.

„მოსახლეობაში ძალიან მხნე განწყობაა. რუსთაველებს გაუმართლათ,  რომ ისეთი მებრძოლი დეპუტატობის კანდიდატი ჰყავთ,  როგორიც ზვიად ძიძიგურია. ის ძალიან მებრძოლია. მან არ იცის უკან დახევა და მუდმივად ამტკიცებს, რომ მისთვის საქართველო პირველი ღირებულებაა. დღეს, ყველა ერთად ვართ  და მთელი საქართველო ერთად გავიმარჯვებთ“, - განაცხდა სუბარმა.

ზვიად ძიძგურის თქმით, მათ მოსახლეობას იმ პრობლემების მოგვარების გზები გააცნეს, რომელიც კოალიცია „ქართულ ოცნებას“ აქვს და აღნიშნა, რომ ამ ტიპის შეხვედრები უახლოეს მომავალში კიდევ ბევრი გაიმართება.