„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს  ინიციატივით წინასაარჩევნო ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს ინიციატივით წინასაარჩევნო ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ დღეს,„სახელმწიფო სახსრების საარჩევნო მიზნით ხარჯვის“ პრეზენტაციას გამართავს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ანგარიშში სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობაა განხილული. მათივე ინფორმაციით, ბოლო წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ საჯარო ფინანსების ხარჯვის ტენდენციები საარჩევნო წლებში განსხვავებულია, რადგან ბიუჯეტი უფრო მეტად სოციალური, მოკლევადიანი დასაქმების და სხვა ტიპის პოპულისტური პროექტების განხორციელებაზეა ორიენტირებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის შედეგად ასევე, სისტემური ხარვეზები გამოავლინა, რომლებიც სახელმწიფო ფინანსების საარჩევნო მიზნით ხარჯვას უწყობს ხელს.

კვლევა პროექტის - „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგაც დისკუსია შედგება.