სამცხე - ჯავახეთში სტიქიისგან მიყენებული ზარალის აღრიცხვა დილიდან მიმდინარეობს

სამცხე - ჯავახეთში სტიქიისგან მიყენებული ზარალის აღრიცხვა დილიდან მიმდინარეობს

სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების კომისიებმა სოფლების შემოვლა და ზარალის აღრიცხვა დღეს დილიდან დაიწყეს. ამჟამად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხეში, ასპინძაში და ვალეში სტიქიისგან მიყენებული ზარალის აღრიცხვა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 19 ივლისს წვიმამ და სეტყვამ ახალციხის, ასპინძის, ვალესა და წალკის მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. მოსახლეობას დაუზიანდა სახლები, ტრანსპორტი, გაუნადგურდა ნათესები, დაეხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი.